logo
ENG



ნათელაშვილი ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემასა და გადასახადების გაუქმებას ითხოვს

29 მარ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 
5pcgqmupvbu3ni1.png

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოჯახებზე 1000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემასა და გადასახადების გაუქმებას ითხოვს.

შალვა ნათელაშვილი დღეს ავჭალაში, მანუკიანების 7-სულიან ოჯახში იმყოფებოდა. სოციალურად დაუცველ ოჯახს მან სურსათი, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.

"ეს ჩვენი ცალკეული დახმარებები და ინიციატივები, სიტუაციას არ ცვლის. სასწრაფოდ გაიცეს 1000 ლარი თითოეულ ოჯახზე, გაუქმდეს კომუნალური და საბანკო დავალიანებები. ამას ნიშნავს საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დროს მთავრობის ზრუნვა ხალხზე", - ამბობს ნათელაშვილი. 

 

 


close დახურვა