logo
ENG



ნათელაშვილი სირიაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს აპროტესტებს

14 ოქტ 201913:37
3 წუთის საკითხავი
 
b6s51f52z3nomoo.png

შეწყვიტოს თურქეთმა აგრესია, ამ ლოზუნგით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.

ნეთელაშვილმა თურქეთის ხელისუფლების მიერ, სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია გააპროტესტა და მსოფლიო ლიდერებს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან სადაც ცხოვრობს გმირი ხალხი, და რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში.“-განაცხადა ნათელაშვილმა

 

პარტიის ლიდერის თქმით, სირიაში მიმდინარე პროცესები, რუსეთის მიერ არის პროვოცირებული და საქართველოს მთავრობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ ოფიციალური თბილისი არ გააქტიურდება, შესაძლოა ნეგატიურმა პროცესებმა საქართველოზეც იქონიოს გავლენა.


close დახურვა