"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, იმის გამო რომ მოსახლეობას ფინანსები არ აქვთ, საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხებულია. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიზნით ოჯახებს 500-ლარიანი ვაუჩერები უნდა გადაეცეთ.
“ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა, სანამ სეზონია 500-ლარიანი ვაუჩერები გამოყონ, სადაც შევა ხვნა-თესვის და სათესლე მასალების პაკეტი თითოეულ ოჯახზე”, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.