logo
ENG



ნათესავი ქალის წამებით მოკვლისთვის კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

10 ნოე 202317:55
3 წუთის საკითხავი
 
ნათესავი ქალის წამებით მოკვლისთვის კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული კაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. გამოძიების თანახმად, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან.

"მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს. მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - აღნიშნავენ უწყებაში.


close დახურვა