logo
ENG



ნათია თურნავა ტურისტულ გიდებზე: შეიქმნება სპეციალური პლატფორმა ალტერნატიული დასაქმებისთვის

07 მაი 202015:43
3 წუთის საკითხავი
 
n9ojwqe1exlejqe.png

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთვის შევქმნათ ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა",- ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა  ტურისტულ გიდებთან დაკავშირებულ საკითხს. მისი თქმით, აღნიშნული საქმიანობაზე ახლა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და სახელმწიფო ამ ადამიანებს კრიზისი პერიოდში განსაკუთრებით დაეხმარება.

"ძალიან დიდი ჯგუფია გიდების, რომლებიც შრომობენ დაუღალავად. საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან და დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ტურისტულ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ ეს ის სფეროა, სადაც ჯერ კიდევ დარეგულირებელია ხარისხის სტანდარტები და ეს მათი მოთხოვნაა. ასევე ამ მხრივ არსებობენ პროფესიული გიდების ასოციაციებიც და ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. გუშინაც, გვქონდა ონლაინ დისკურსია სწორედ გიდების ასოციაციებთან და წარმომადგენლებთან. არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ",-აღნიშნავს თურნავა. 

მისივე თქმით, გიდების საკითხი რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი და ერთ-ერთი მთავარი მათი ალტერნატიული დასაქმება და ხარისხის სერტიფიცირებაა

"გაცილებით მარტივია მიიღო გადაწყვეტილება იგივე სასტუმრო ინდუსტრიაზე, ან ტურისტულ კომპანიებზე, რომელიც მეტად ინსტიტუციონალური და ლეგალიზებული სფეროა, გიდებს რაც შეეხება ჩამოვყალიბდით რომ ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით. არამხოლოდ გადამზადება, არამედ აქ ერთ-ერთი მთავარი იქნება ხარისხის სერტიფიცირება, რაც ალბათ იქნება ნებაყოფლობითი. ასევე გიდებს მიეცემათ უფასოდ შესვლის უფლება მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და ა.შ. რაც მათთვის შეღავათია. ასევე იმ პერიდოში, სანამ ბოლომდე არ აღდგენა ტურისტული საქმიანობა სრულად, ყველაფერს გავაკეთებთ რომ მათთვის შევქმნათ ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა. ამისთვის შეიქმნება სპეციალური პლატფორმა და ასევე შეიქმნება გარანტიებიც. უფრო მეტი დეტალიზაცია უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი",-განმარტა ნათია თურნავამ


close დახურვა