logo
ENG



ნათლად გამოიკვეთა ლუგარის მნიშვნელობა - გახარია და ტიკარაძე ლაბორატორიას ეწვივნენ

24 ივნ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად  ლუგარის კვლევით ცენტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეწვია.

პრემიერი ადგილზე თანამშრომლებს შეხვდა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა საქართველოსთვის კიდევ ერთხელ დამტკიცდა პანდემიის პირობებში.

„ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა და პირველობა. შევხვდით თანამშრომლებს, ვინც აქტიურად არიან ჩართული ვირუსის დაძლევასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.


close დახურვა