logo
ENG



ნამახვან ჰესი - დაგეგმილი მშენებლობა რიონის ხეობას და ქუთაისს სერიოზულ საფრთხეს უქმნის

05 მარ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

ცდილობს თუ არა თურქული კომპანია "ენკა" ქართველი  გეოლოგების გაჩუმებას  გარკვეული თანხის სანაცვლოდ?! - კომპანიამ "ნამახვან ჰესი" უნდა ააშენოს, მაშინ როცა გეოლოგების აზრით, რაჭის ქედზე დაგეგმილ მშენებლობა რიონის ხეობას და ქუთაისს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. "ენკამ" გაჩუმება ილიას უნივერსიტეტის მეცნიერს თეა გოდოლაძეს ურჩია. 

გეოლოგი იმ გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებდა, რომელიც გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა. ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ქვედა ნამახვან კაშხლის ჰესზე მშენებლობისთვის სეისმურობის კოეფიციენტი  0. 3 ჯოილი დასაშვებია.  გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით მათსავე ექსპერტებმა დაადგინეს, რომ რაჭის ქედზე შესაძლო მიწისძვრა 10 ათასი წლის განმავლობაში 4 მაგნიტუდაზე მეტი არ იქნება. ეს მაშინ,როცა ამ რეგიონში დამანგრეველი მიწისძვრა, არაერთხელ მომხდარა.

გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებაში საუბარია იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება უწყებამ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო და კაშხლის მშენებლობა დაუშვა. თუმცა ირკვევა, რომ შეხვედრა არა რიონის ხეობაში არამედ წყალტუბოში შედგა. "ფორმულას" ინფორმაციით დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი იმყოფებოდა. შეხვედრას დაინტერესებული პირები არ დაასწრეს, რის გამოც "საიამ" სამინისტროს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა.

საფრთხეებზე საუბრობენ "მწვანე ალტერნატივაშიც". გარემოსდამცველები ამბობენ, რომ "ნამახვან ჰესი" შესაძლოა მძიმე კატასტროფად მოგვევლინოს.

ნამახვან ჰესიის“ მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ 2015 წელს გაიცა, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო. შემდეგ პროექტი საფრთხეების გამო დროებით შეჩერდა. ახალი გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა არც რაჭის სეისმური პრობლემები და არც ის რამდენიმე ტრაგედია და ინციდენტი რაც საქართველოში ბოლო წლებში ჰესების მშენებლობას მოყვა. 


close დახურვა