ნამახვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, კაცის ცხედარი მდინარიდან ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მიერ იდენტიფიცირებულიცაა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა კაცი 10 აპრილს გაუჩინარდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ. სამუშაოების გამო დაცალეს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარები.