logo
ENG



ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ახალი კვლევების ჩატარებამდე არ დაიწყება

12 მარ 202114:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/12/h99kei2hh4fpnni.jpg

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ჰესის ძირითადი ნაწილის - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა ხელახალი კვლევების ჩატარებამდე შეჩერდება. 

"მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა, მით უფრო ბოლო 5 წელში.

ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობის - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული კვლევის გადამოწმებას / ვალიდაციას.

იმისთვის, რომ გამოირიცხოს ეჭვები სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს იმაზე საუბარს, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა შესწავლა", - განაცხადა თურნავამ. 

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა 3 თვეზე მეტია, აპროტესტებს. ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ქუთაისში რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. 


close დახურვა