logo
ENG



ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს

23 მაი 202118:41
3 წუთის საკითხავი
 
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი კარვებში ღამის გათენებას აპირებენ. მათივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ. 

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

close დახურვა