ნამოხვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ, მათ ღამე სოფელ გუმათში გაატარეს. ისინი დღეს ადგილზე მხარდამჭერებს ელოდებიან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მიეცეთ უფლება შევიდნენ სოფელ ნამახვანში და ახლა უკვე სხვა ლოკაციაზე გაშალონ კარვები. აქტივისტებს სოფელ გუმათში პროტესტის ნიშნად ისევ გზა აქვთ გადაკეტილი და ავტომობილებს არ უშვებენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტს გუმათთან აგრძელებენ
12 აპრ 202112:39
3 წუთის საკითხავი