სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებულ კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცს თითქმის 2 საათია ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა. ერთ-ერთი აქტივისტი დათო სიმონია წერს, რომ კაცი ნამოხვანში თბილისიდან 3 დღის წინ ჩავიდა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კაცი შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
