logo
ENG



ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი: თითქოს ბავშვების ხმაც ისმისო, არ ვიცი, არ მინახავს

08 ოქტ 202121:22
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ქმარი, რამაზ დავლაძე ამბობს, რომ მისი ცოლი ჯერჯერობით კონტაქტური არ არის. 

როგორც დავლაძე აცხადებს, ის ახლა ნანგრევებიდან შვილების ამოყვანას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 1 და 9 წლის ბავშვებზე. 

"ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთის წყალობით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. არ მინახავს არცერთი. მეუღლე ჯერჯერობით კონტაქტური არაა", - აცხადებს რამაზ დავლაძე.

დაშავებული ქალი ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.


close დახურვა