logo
ENG



ნანგრევებიდან გამოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

08 ოქტ 202121:24
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ფორმულას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ქალს, რეანომობილით გადაყვანის დროს დაეწყო ძლიერი სისხლდენა და საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს. 

"ორივე კიდურზე მძიმე დაზიანებები აქვს. გადაყვანილი იყო შოკის დარბაზში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად", - ამბობენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. 

დაშავებული ქალი ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.


close დახურვა