სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ეროვნული შუღლის გაღვივების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ადგილობრივები ეხმიანებიან. განცხადებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. არსებობს ვერსია, რომ გამოძიების დაწყება, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სასულიერო პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.
"სუს დღეს წინასაარჩევნოდ მოსახლებაზე შანტაჟს ახორციელებს და ცდილობს ადგილობრივები დაშინებულები იყვნენ. განცხადებები იყო ქართული მარშის მხრიდან. ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადგილობრივმა მცხვრებლებმა. მარნეულელებისთვის ნარიმანოვი საზოგადოებრივი მოღვაწეა და არა კომუნისტური პარტიის წევრი",-აცხადებს აგილ მუსტაფაევი.
ადგილობრივები იმედს გამოთქვამენ, რომ გამოძება გაგრძელდება და გამოაშკარავდება ყველა ის პირი, ვინც ამ შუღლის გაღვივებას ცდილობს მხარეებს შორის.
იმედი გვაქვს, რომ სუს-ის ეს განცხადება ასე არ დარჩება და გამოძიება ბოლომდე დაადგენს იმ პირებს, ვისაც სურს საქართველოში რუსეთის პროგრამით განახორციელოს საქმიანობა. მარნეულის მუნიციპალიტეტში ეს მოხდა მეუფის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როცა მან ხელისუფლებას ძეგლთან და პარკთან დაკავშირებით რაღაცებისკენ მიუთითა", - აცხადებს ახმედ იმამკულიევი.
თავად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით კი, მისი განცხადებები კანონიერია და არ აღვივებს არანაირ შუღლს. ის მოუწოდებს ასევე პროცესებში ჩაერთონ ისტორიკოსები და დამტკიცდეს, რომ ნარიმანოვის ძეგლის ადგილი მარნეულში არაა.
"სუს-ის განცხადება ბუნდოვანი და ორაზროვანია, ვერაფერს გეტყვით. ჩემი განცხადება უცვლელია, კანონის შესაბამისად. პირსისხლიანი და საბჭოთა კულტის აღებას დღესაც ვითხოვ. რასობრივ დისკრიმინაცია არ გულისხმობს ჩემი განცხადება, რადგან ჩვენს აზერბაიჯანულ თემს ჩემი სიტყვა დამახინჯებულად მიეწოდება. საერთოდ, ეს გამოწვია მერის უკანანონო ქმედებამ. ქართველებისთვის კანონი არსებობს და ეთნიკური უმცირესობებისთვის - არა?! ბოლშევიზმს ეროვნება არ აქვს", - აცხადებს მეუფე გიორგი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.