logo
ENG



ნარიშკინი: დასავლეთი ცდილობს, საქართველოს ხელმძღვანელობა II ფრონტის გახსნაში დაარწმუნოს

05 აპრ 202318:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/05/8ou9rcup3v99mwl.jpg

რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას აიძულებს და თბილისს არწმუნებს, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად" ახლა კარგი დროა. მის კომენტარს რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

"ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში დაარწმუნოს. ისინი არწმუნებენ საქართველოს ხელმძღვანელობას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე კონტროლის დასაბრუნებლად ახლა შესაფერისი მომენტია", - აცხადებს ის.

მეორე ფრონტის გახსნის შესახებ რიტორიკა აქვს მმართველ პარტიასაც - ისინი ირწმუნებიან, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მეორე ფრონტის ინტერესი უკრაინაში მიმდინარე ომში "რუსეთის უპირატესობიდან გამომდინარე" გაზრდილია.


close დახურვა