ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებობს მიმალვის და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე. დაკავებულის ადვოკატმა კი სასამართლოს სასულიერო პირების ნაწილის შუამდგომლობა და ბერის დახასიათება წარუდგინა და ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა.
ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ზუგდიდის სასამართლომ მალანიას 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.