logo
ENG



ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

13 ნოე 202313:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/1m5hsbjfebx015c.jpg

ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის ბრალდებით დაკავებულ მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია ფორმულას დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ნიჟარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის შეძენა/შენახვას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, მას პროკურატურა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობას ედავება, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილში კი მოხმარებას. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის პირველი და 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტებითაც. ზურა ნიჟარაძის სასამართლო სხდომა 28 დეკემბერს არის ჩანიშნული.


close დახურვა