logo
ENG



ნარკოტიკით სავსე ქვეყანა - შაბათის ფორმულა

10 თებ 202420:14
3 წუთის საკითხავი
 

პარასკევი საღამო, 23:00 საათი - ის დროა, როცა, კლუბური ცხოვრების მოყვარულები, საცეკვაოდ იკრიბებიან. გუშინ ღამით, ბასიანის სტუმრებს უჩვეულო სანახაობა დახვდათ - კლუბის შესასვლელთან ახლოს, მამა შალვა და მისი მრევლი სალოცავად შეიკრიბნენ. მიზეზი - 19 წლის გოგონას დაღუპვა გახდა, რომელიც გარდაცვალებამდე ბასიანში შეუძლოდ გახდა. რატომ იღუპებიან ახალგაზრდები გაურკვეველი ნივთიერებებით და ვინ მფარველობს ნარკოტიკის უკონტროლო გავრცელებას ქვეყანაში. უკვე ყველამ იცის, რომ სადარბაზოები, ეზოები, ქუჩები, პარკები მკვლელი ნარკოტიკებით გაივსო. მამა შალვა კეკელიამ - ნარკოტიკებით მკვდარი მრავალი ახალგაზრდის, ნარკოტიკებით სავსე ჩვენი ქალაქების - მთავარ საფრთხედ ისევ და ისევ კლუბური სივრცე დაინახა. 


close დახურვა