ნასამ ახალი თაობის სკაფანდრები წარადგინა. შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ, სპეციალურ პრეზენტაციაზე სკაფანდრების 2 ახალი მოდიფიკაცია აჩვენა. ისინი სპეციალურად მთვარის მისიისთვის არის შემუშავებული. სკაფანდრები ასტრონავტებს საშუალებას მისცემს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე უფრო რთული დავალებები შეასრულონ. ნასა, ასტრონავტების მორიგი მისიის მთვარეზე გაგზავნას 2024 წელს გეგმავს.