logo
ENG



ნატა ლომოურს საბას სპეციალური ჯილდო გადაეცა

19 სექ 202322:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/84n3p334nzl7r2h.png

მწერალთა სახლის ყოფილ ხელძღვანელს, ნატა ლომოურს "თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის" ლიტერატურული პრემია საბას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

"ძალიან დიდი მადლობა საბას ჟიურის - თქვენ მაინც დააფასეთ და ნახეთ, რა გავაკეთეთ, დიდი მადლობა ამისთვის... რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურა და კულტურა უნდა იყოს თავისუფალი და მოუთვინიერებელი", - თქვა ლომოურმა სიტყვით გამოსვლისას.

აგვისტოს დასაწყისში მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერდა, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით იყო დაინტერესებული, თუმცა, არ გაუგრძელეს. ამ პოზიციაზე თეა წულუკიანმა ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან დუმბაძე დანიშნა.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულები ცნობილია. მათი ვინაობა ფორმულას პირდაპირ ეთერში გამოცხადდა.


close დახურვა