logo
ENG



ნატა ფერაძე - მერიის გამწვანების სამსახურის ხელში ყველა ხეს გახმობა ელის

25 ივნ 202022:31
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე თბილისის მერიის გამწვანების სამსახურს დაუდევრობაში ადანაშაულებს. როგორც ფერაძემ სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, დედაქალაქში ხეების დაზიანების შემთხვევების ზრდა სწორედ მერიის ქმედებების შედეგია.

ფიტოსანიტარიულად გვაქვს სრული კატასტროფა. მარტო გამხმარ ფიჭვებს ამჩნევს ჯერჯერობით მოსახლეობა და ვთხოვ, რომ დააკვირდნენ სხვა ხეებსაც. ეს ხდება მერიის დაუდევრობის გამო. მათ დროულად არ მიიღეს ის ზომები, რაზეც გერმანელი მეტყევის, ვალტერ ბენკენდორფის დასკვნა ედოთ და გაწერილი იყო, რა უნდა გაეკეთებინათ. ბენეკენდორფს ჩატარებული ჰქონდა საცდელი წამლობა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები კიკეთის ტყეში, რამაც იდეალური შედეგები გამოიღო. თუმცა, სრულიად უკუღმა გააკეთეს ყველაფერი. მოსახლეობა დააკვირდეს ცაცხვებს, ცხენისწაბლებს, ყველა ხეს ელის იგივე ამ „გამწვანების სამსახურის“ ხელში“, - განაცხადა ნატა ფერაძემ.

შეგახსენებთ, თამარაშვილის ქუჩაზე, 60 წლიანი ხის წაქცევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის მიზეზი კი, ჭავჭავაძის გამზირის დაუსრულებელი რეაბილიტაცია გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეებს ფესვები აქვს გადაჭრილი და ინციდენტი შეიძლება, კიდევ განმეორდეს, რადგან მერია რეაბილიტაციის პროცესს დარღვევებით წარმართავს.


close დახურვა