logo
ENG



ნატა ფერაძის თქმით, სოფელ დიღომში რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს

06 მარ 202418:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/06/gtini7oskmus1bc.jpg

აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, სოფელ დიღომში რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ფერაძის თქმით, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფება.

"სოფელ დიღმის პოლიციაში ვარ, საცხობში შევედით ღვეზელის საყიდლად, დაგვესივნენ ორკები ყვირილით და გინებით, გვაიძულეს გამოგვესწრო უსაფრთხოდ თავად იღებდნენ ტელეფონით, არ გავრისკე ტელეფონის ამოღება იმედია პოლიცია ამოიღებს ვიდეოთვალის ჩანაწერებს და იქონიებს რეაგირებას", - წერს ფერაძე.


close დახურვა