logo
ENG



ნატალია ილიჩოვას წერილი

23 ნოე 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ღია წერილს დროება ავრცელებს. ილიჩოვა წერს, რომ მას და ივერი მელაშვილს ცილი დასწამეს და ისინი უდანაშაულოები არიან. კარტოგრაფი ამბობს, რომ თავიანთ უდანაშაულობას ის და მისი კოლეგა აუცილებლად დაამტკიცებენ. დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 


close დახურვა