ნატო ალიანსში გაწევრიანებაზე საბოლოო ვადებს არ აწესებს-ეს განცხადება ალიასნსის გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ რუსულ გამოცემა "კომერსანტთან" ინტერვიუში გააკეთა. პოსტის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, როუზ გოიტემიოლერმა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, ალიანსში გაწევრიანებისთვის რეფორმების გაგრძელებას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გიოტემიოლერმა უპასუხა შეკითხვას ნატო-ში გაწევრიანების იმ მოდელზე, რომელზეც რასმუსენმა საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა. მოდელი ითვალისწინებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ისე, რომ მე-5 მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არ გავრცელდეს. გიოტემიოლერმა განაცხადა, რომ ნატო-ს ფარგლებში, ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.