logo
ENG



ნატო ჩხეიძე: ამ უსამართლო პროცესის მიმართ პროტესტის ნიშნად, დარბაზს დავტოვებთ

18 ოქტ 202312:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/3m0nw2k0vtgfzx8.jpg

პოლიტიკურ ჯგუფ თავისუფლების წევრის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი უსამართლოა, ამიტომ, პროტესტის ნიშნად დარბაზს ტოვებენ. 

"რადგან საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მან, ვინც იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს, დატოვოს დარბაზში პრეზიდენტი თავის ძველ მეგობრებთან, მან კი სხვა ფრაზა გამოიყენა, მაგრამ მე ასე გადმოვთარგმნი, რადგან პოლიტიკური ჯგუფი თავისუფლება არ უჭერს მხარს იმპიჩმენტს, ამიტომ ჩვენ დავტოვებთ დარბაზს, პროტესტის ნიშნად, ამ უსამართლო და უმართებულო პროცესის მიმართ და დარბაზში განვითარებულ მოვლენებს დარბაზს გარედან მივადევნებთ თვალყურს", - თქვა მან. 

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

პროცედურა იმპიჩმენტის წარდგინების მომხსენებლის და პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დასკვნით სიტყვას ითვალისწინებს.

სხდომას ესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა, დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები მიეწვია.


close დახურვა