ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე ბრიუსელში. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტში ინვესტირების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. დღესვე გაიმართება შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთანაც, რის შემდეგაც ნატოს გენერალური მდივანი მინისტერიალს პრეს-კონფერენციაზე შეაჯამებს.
