logo
ENG



ნატოს საპარლამენტო ასამბლეა: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსლვა

19 თებ 202110:27
3 წუთის საკითხავი
 

 ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ კონოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ განცხადებას ავრცელებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და არსებული კრიზისის აღმოფხვრის მნიშვნელობაზე საუბრიბს. 

"ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში, შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს. 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და სასწრაფოდ გადაერთონ მიმდინარე კრიზისის და ერთმანეთს შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრაზე, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. 
 
მე ღრმად მწამს საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიის პირობის, როგორც ერთადერთი გზის ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის აღმოჩენისკენ. სამწუხაროდ, ბოლო დროის პოლიტიკური ტენდენციები, პოლარიზაციის გაღრმავების ჩათვლით, წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებასთან, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ. 
 
სულ რაღაც ათი დღის წინ, მე ხელახლა წარვადგინე საქართველოს მხარდამჭერი აქტი ამერიკის კონგრესში. ეს კანონპროექტი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას დემონსტრირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, განსაკუთრებით რუსული აგრესიის წინაშე. თუმცა ის ასევე გამოკვეთს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მნიშვნელობას , სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით. 

ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც შეიქმნება აუცილებელი პირობები, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობის ხელშესაწყობად. 
 
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მის მისწრაფებაში. საზიარო დემოკრატიული ღირებულებები, ნატოს წევრებსა და ჩვენს ისეთ პარტნიორებს შორის, როგორიც საქართველოა, არის ყველაზე ძლიერი იარაღი მოსკოვში, ბეიჯინში და სხვაგან არსებული ავტოკრატიების წინააღმდეგ", - ვკითხულობთ ჯერალდის განცხადებაში. 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა. 


close დახურვა