logo
ENG



ნაუსედა: უნგრეთის მუქარა, დაბლოკოს უკრაინა, ძირს უთხრის EU-ის ერთიანობის პრინციპებს

12 დეკ 202311:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/t05q0s2tes5hy1o.jpg

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, უნგრეთის მუქარა, დაბლოკოს უკრაინა, ძირს უთხრის ევროკავშირის ერთიანობის პრინციპებს.

"ვიმედოვნებ, ხელიდან არ იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მიიწვიონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ხოლო საქართველო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

უნგრეთის მუქარა, რომ დაბლოკავს მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, ძირს უთხრის ევროკავშირის ერთიანობის პრინციპებს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ დავარწმუნოთ უნგრეთი, აზრი შეიცვალოს", - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".


close დახურვა