logo
ENG



ნაყიდი ტენდერები - შაბათის ფორმულა

09 დეკ 202319:08
3 წუთის საკითხავი
 

26 მილიონი ლარი - ერთ მუნიციპალიტეტში ერთ ბიზნესმენს. გაგალე ბრეგვაძე - ჭიათურაში უკონკურენტოა და მის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. ბრეგვაძეს აბარია - მშენებლობები, საგზაო სამუშაოები, ინფრასტრუქტურა - ბავშვების კვება ბაღებში. ყველა მსხვილ პროექტსა და ტენდერში, გაგალე ბრეგვაძეს გამარჯვება გარანტირებული აქვს. ის ჭიათურაში სხვა პრივილეგიებითაც სარგებლობს. ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ბიზნესმენს - ჭიათურის მერი გამოხატვის იმ ფორმებით იცავს, რაც პირველ რიგში სირცხვილია და არავის, მით უფრო ქალაქის მერს არ შეეფერება. გაგალე ბრეგვაძე მილიონებს - გაცილებით უფრო მძიმე ფორმებით იცავენ ჭიათურელი ბიზნესმენის მშობლები. ბრეგვაძის დედა ჩვენს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, მხოლოდ იმიტომ რომ შაბათის ფორმულას ჯგუფმა, სიუჟეტის მთავარი ადრესატის მოსაძებნად და საეჭვო ტენდერებისა თუ ხელშეკრულებების შესახებ კითხვებზე პასუხის მისაღებად, გაგალე ბრეგვაძეს სახლში მიაკითხა. რატომ არის ჭიათურაში ასეთი ხელშეუხებელი გაგალე ბრეგვაძე და კიდევ რა ინტერესები იმალება ძვირადღირებული ტენდერების უკან - შაბათის ფორმულას სიუჟეტი.


close დახურვა