კიდევ ერთი ტყუილი, ეკონომიკური ზრდა. რა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობთ ქვეყანაში, რომელშიც 10 წელია ხელისუფლებაში ხართ და 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი გყავთ, მათ შორის, 233 ათასი ბავშვი. თქვენ, როგორც ჩანს, რაღაც სხვა მეთოდოლოგიით ითვლით. საქართველოში საშუალო ფენა არ აღემატება 7%, 32% ღარიბია, 37% ზომიერად ღარიბი, 24% მოწყვლადი. მსოფლიო ბანკი ასე ითვლის, თქვენ როგორ ითვლით?
ნაცვლიშვილი: რა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობთ, როცა 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანია
30 ივნ 202320:48
3 წუთის საკითხავი