პარტია ლელო საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ალტ ინფოს შექმნილი პარტია არაკონსტიტუციურია და მისი ოფიციალურად დარეგისტრირების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.
"რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.
მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას! ვიწყებთ," - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა ალტ ინფომ პარტია დააფუძნა. პარტიას სახელად კონსერვატიული მოძრაობა ერქმევა.
პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები.
პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს.