logo
ENG



ნაცვლიშვილი ზურაბიშვილის გამოსვლაზე: კონტრასტია იმისგან, რაც ოცნების პირობებში ვნახეთ

19 თებ 202413:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/19/kqhd7t3u4lrmnw0.jpg

ლელოს წევრის, ანა ნაცლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპელ ლიდერებთან საუბარი სრული კონტრასტია იმისგან, რაც ქართული ოცნების პირობებში საზოგადოებამ ნახა.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, ისევე როგორც შეხვედრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ძალიან მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. უშუალო და ძალიან ბუნებრივი შეხვედრები იყო. ამ ინტერაქციასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რასაც ჩვენ კადრებში ვხედავდით.

რა თქმა უნდა, გამოვყოფდი შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან, თუმცა არამხოლოდ. როგორ ხვდებიან მას ევროპელი ლიდერები, როგორ ესაუბრებიან და რამდენად ბუნებრივი და ორგანული არის ზურაბიშვილის საუბარი ევროპელ ლიდერებთან სრული კონტრასტია იმისგან, რასაც ჩვენ ვხედავდით ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში და ვხედავთ კობახიძის პირობებში", - თქვა ნაცვლიშვილმა.

გუშინ ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. მისი თქმით, ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთს ხელი შუშალოს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და გუშინ დამთავრდა. მასში მონაწილეობა დაახლოებით 50-მა სახელმწიფო მეთაურმა მიიღო.


close დახურვა