logo
ENG



ნაცვლიშვილი ოცნებას: ნუ ამბობთ, რომ 2012-ში ხელისუფლება ამ სისტემით შეიცვალა, ეს იყო რევოლუცია

26 ნოე 201913:28
3 წუთის საკითხავი
 
ovp8m409ccrom5q.jpg

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ნაცვლიშვილი შექმნილ ვითარებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას პროგრესი ვერ დაანახა, და ამან, დეპუტატის შეფასებით, საპროტესტო ტალღა გამოიწვია. 

"ერთ რაღაცას გთხოვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ნუ ამბობთ, რომ 2012 წელს ამ სისტემით შეიცვალა ხელისუფლება. არ შეცვლილი ხელისუფლება ამ სისტემით. ეს იყო რევოლუცია. ამ რევოლუციაში მონაწილეობაც გვაქვს მიღებული მათ, ვინც აქ ვსხედვართ. საარჩევნო სისტემას არაფერი გადაუწყვეტია. რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ ახალგაზრდები დგანან, არც ერთ პარტიას, რომ არ მიეკუთვნებიან ისეთი ახალგაზრდები და ისინი დგანან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. პრობლემა რაშია იცით?! „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნისთვის გახდა ტრაგედია, „ოცნებამ“ ახალგაზრდებს ვერ ანახა პროგრესი და ამიტომ, მათ არ ეთაკილებათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგომა. ხალხი ითხოვს რეალურ ცვლილებებს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. შესაბამისად სხდომათა დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის წევრები და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან პროსტეტი კი ისევ გრძელდება. 

 

 


close დახურვა