logo
ENG



ნაცვლიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე:წინასაარჩევნო კამპანიაა

13 მაი 202011:02
3 წუთის საკითხავი
 
dvge2dmy1inmwl2.png

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის წარმოდგენილ პროგორამას ეხმაურება. მისი თქმით დოკუმენტი არასწორადაა გაწერილი და არ ეფუძნება რეალურად ქმედით ნაბიჯებს, აღნიშნულს კი რამდენიმე ფაქტორი ადასტურებს. 

"პირველი - მთავრობა დააგვიანა ამ პროგრამის წარმოდგენა, მეორე- არ გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ვითარება, როცა ბუნებრივად იქმენა სხვადასხვა პროდუქტზე დეფიციტი და შესაბამისად არ მიაქცია ყურადღება საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წამროებას. მესამე - მთავრობამ ვერ აიღო პასუხისმეგბლობა სოფლის მეურნეობის მიზანმიმართულ განვითარებაზე და ეს პასუხსინგებლობა ბანკებს გადააბარა",-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის წარმოდგენამდე მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულად შეუსაბამოა აღნიშნულ პროგრამასთან, რადგან თავის დროზე ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებდა ადგილობრივ წარმოებაზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე, სასურსათო წამროებაზე. ეს  ყველაფერი კი ნაცვლიშვილის განცხადებით, ფუჭი აღმოჩნდა. 

"მიწა ამოწურვადი პროდუქტია, რადგან არ შეიძლება მიწაზე ქაოტურად ყველაფრის მოშენება, რადგან თუ რამდენიმე ფერმერმა მოაშენა ერთი კულტურა და მოიცვა მთლიანად მიწის ნაკვეთი, სხვა კუტურისთვის ადგილს აღარ ტოვებს. შესაბამისად სასურსათო უსაფრთოება ვერ იქნება მიღწეული",-აღნიშნავს ნაცვლიშვილი. 

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, მისივე თქმით მთავრობამ  გადაწყვეტილებების მირება, მათ შორის მაგალითად თუ რომელი კულტურა უნდა იყოს დაფინანსებული, ისევ ბანკებს გადააბარა. სოფლის მეურნეობის განვითარება კი ბანკებს არ შეესაბამება, ამიტომ მთავრობას უნდა შეექმენა სოფლის მეურნობის სახელწმიფო განვითარების ბანკი. აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტში არაფერია ნატქვამი რაც  მეცხოველეობასა და მეფირნევლეობაზე. 

"ქათმის ხორცი, როემლიც ისევ დატყვირთული დღგ-თი, დღესაც არ გადაყწვეტილება, რაც შექმნიდა კონკურნეტუნარიან გარემოს. მეორე -არაფერია ნათქვამი სასოფლო-სამეურნეობა გადამამუშავებელ მერუნეობაზე, რაც მთავარი საყრდენია სფეროს მდგრადი განვითარების და დასაქმების. მესამე- კოოპერატივების კანონი საფუძველშივე კლავს მყიფე მდგომარეობაში მყოფ კოოპერატივებს. ამ კანონით მთავრობამ შესაძლებელოა წაართვა ახალი კოოპერატივების დაუძვენებისთვის ფერმერებისთვის. არაფერია ნათქვამი აგროსასურსათო ბაზარზეც. ვიცით რომ დღევანდელი მეწარმეები და ფერმერები დამოკიდებულები არიან გადამყიდველებზე, ამიტომ მათი მოგება მცირეა და ფასებიც მოსახლოებისთვის ძალიან მაღალია. მეოთხე -არაფერია ნათქვამი სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების კავშირზე, მაგალითად გვაქვს პოტენციალი სასოფლო-სამეურნეო ინდუსტიის წარმეობისა",-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი. 

მისივე თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროგრამა ეფუძნება  წინასაარჩენო, სოციალურ პროგრამას, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის არაფერს არ მოიტანს.

"ეს იყო უნიკალური შანსი, გლობალური გარემო, რაც შეეძლო მთავრობას გამოეყენებინა, ამიტომ მან  უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაგეგმოს სასოფლო-სამეურნო წამროება, განსაზღვროს დარგები, რომელიც შეიძლება განვითარდეს და მიწა მიზანმიმართულად იქნეს ათვისებული",-განაცხადა ნაცვლიშვილმა. 


close დახურვა