ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და მისი იმპიჩმენტის მოთხოვნის დაყენებას არ გამორიცხავს.
ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს, რათა ლაშა კომახიძემ გასცეს კითხვას პასუხი, რატომ ერევა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თვითმმართველობის ფუნქციებში. საუბარია კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ პრეტენზიაზე, რომ ბულვართან ნინოშვილის ქუჩაზე 18 სართულიანი სახლის მშნებლობის ნებას მერია არ იძლევა და აჭარის მთავრობასთან ამისამართებენ.
საკითხზე მსჯელობას საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ურთიერთ დაპირისპირება მოყვა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრობლემა არ არის თუ ბათუმის მერი კონსულტაციას გადის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან.