logo
ENG



ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარემ და აპარატის სამმა თანამშრომელმა დატოვა

05 დეკ 202315:15
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ მათ დღეს, ბრიფინგზე გაავრცელეს. 

ჯამში ნაციონალური მოძრაობა 14 ადამიანმა დატოვა - მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. 

ისინი აცხადებენ, რომ ახალ პლატფორმაზე მუშაობის დასრულებისთანავე შეუერთდებიან ნიკა მელიას. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციაში 8 წევრი რჩება.

"ეს ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლით რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ყველაზე მთავარს, დემოკრატიულ ღირებულებებს ვუერთგულოთ და ამისთვის ვტოვებთ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადეს ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა.

გუშინ ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.


close დახურვა