logo
ENG



ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილზე: ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს

08 მაი 202000:33
3 წუთის საკითხავი
 
2tl8p5kc01dlmc7.jpg

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა, ამიტომ პარტია ულოცავს როგორც ქართველ, ასევე უკრაინელ მოქალაქეებს ამ ფაქტს.

"ეს პოლიტიკური აქტი გამოხატავს პრეზიდენტ ზელენსკის სწრაფვას, გაატაროს სწრაფი რეფორმები, იბრძოლოს პრორუსული და ოლიგარქიული გავლენების წინააღმდეგ, დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს თავისუფლებისათვის ბრძოლას მთელს რეგიონში. ეს პოლიტიკური აქტი არის გზავნილი რეგიონის უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის: გამარჯვების დრო დადგა და თავისუფლებისთვის ბრძოლამ ახალი და მძლავრი იმპულსი შეიძინა. ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს - მიხეილ სააკაშვილს, საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების დღეს აახლოებს",-ნათქვამია განცხადებაში. 

შეგანხსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.


close დახურვა