logo
ENG



ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმისას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანდა

02 დეკ 201921:23
3 წუთის საკითხავი
 
nekhdga0cnzum0n.jpg

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმისას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანდა. სამართალდამცველები რეაგირების გარეშე ტოვებენ იმ ძალადობას, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარტაქტივი ახორციელებს ოპონენტების წინააღმდეგ.

ძალადობრივი აქციიდან  24 საათი გავიდა, თუმცა კანონდარღვევისთვის ჯერ არავინ დასჯილა. სამართალდამცველები დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ იმის მიუხედავად, რომ მომიტინგეებმა დააზიანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სცადეს სხვის საკუთრებაში შეჭრა და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ოპოზიციის წევრებს. მესამე სექტორი შიშობს, რომ პოლიცია დამნაშავეებს არ სჯის; მეტიც - ძალადობის წახალისებას ცდილობს. ამ ინციდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კორცხელის მოვლენები გაახსენა.

ოპოზიციამ აქციის მონაწილეთა ნაწილი ამოიცნო - ისინი ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები არიან. სატრანსპორტო სამსახურისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტების უფროსები, ქუთაისის საკრებულოს წევრები და სპორტის ააიპის თანამშრომლები. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება აგონიაშია, ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობით ცდილობს. თუმცა ე.წ. კონტრაქციები არ გაამართლებს

ქუთაისის ინციდენტით სამართალდამცველები არ დაინტერესებულან. მაშინ როცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ანტისახელისუფლებო აქციებზე 100-მდე პირი დააკავეს. მოქალაქეები „ოცნებისგან" პირობის შესრულებას ითხოვდნენ. ყველა მათგანს ბრალად პოლიციის დაუმორჩილებლობა დასდეს.

 


close დახურვა