logo
ENG



ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

01 ივნ 202402:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/01/ljgaki4d9dff35m.jpg

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ. თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა Facebook Live-ის დროს თქვა, რომ ოფისს 40-მდე ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს.

მან აჩვენა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ თავდამსხმელებმა ოფისს ხის დიდი ჯოხები დაუშინეს, ასევე, ისროდნენ ქვებს. ჩამსხვრეულია ცენტრალური ოფისის მინები.

მან ასევე თქვა, რომ იყო სროლის ხმაც, თუმცა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, გაისროლეს თუ არა თავდამსხმელებმა იარაღიდან.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მისი თქმით, თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის თვითონ და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

"30-40 შეიარაღებული ტიტუშკა დაესხა თავს ნაციონალური მოძრაობის ოფისს, შუა ღამეზე, შეიარაღებული [ჯოხებით]. პოლიცია მოვიდა, რა თქმა უნდა, 1 საათის მერე. ეს არის პოლიციასთან, სუს-თან ერთად დაგეგმილი სპეცოპერაცია. [...] დღეს ცენტრალურ ოფისში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა ღამე, მათ შორის მეც აქ ვარ, ჩემს მცირეწლოვან, 14 წლის შვილთან ერთად, თუმცა  ასე ქვებით შემოცვივდნენ ოფისში, 30-40 ადამიანი, ეს ხალხი დაფიქსირებული ჰყავს კამერებს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

 


close დახურვა