logo
ENG



ნაციონალური მოძრაობის წევრები აშშ-ში გაემგზავრნენ

04 დეკ 202308:47
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. პარტია პოლიტიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 80-მდე პარტია იქნება წარმოდგენილი.

ფორუმი ვაშინგტონში იმართება, თემა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს შეეხება. ასევე, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იქნება დემოკრატიის განვითარება.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ფორუმის გარდა, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გაიმართება. ამასთან, ხაბეიშვილი აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდება.

"მსოფლიოში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა. მთავარი საკითხები ვაშინგტონში ამ ფორუმზე იქნება უსაფრთხოების თემები, ეკონომიკური თემები, დღევანდელი რეალობიდან და მსოფლიო გამოწვევებიდან გამომდინარე, ასევე, ცხადია, დემოკრატიის განვითარება", - ამბობს ხაბეიშვილი.


close დახურვა