„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალ კვლევას პოლიტიკური გამოხმაურება უკვე მოჰყვა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გამოძიება ყველა კონკრეტულ შესყიდვაზე უნდა დაიწყოს, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში ამის შესაძლებლობას გამორიცხავენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, რადგან საქმეში აშკარად იკვეთება კორუფციის ნიშნები თავად მერის მხრიდან.
„ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში დაიწყებოდა ამაზე გამოძიება და აგებდა პასუხს მერი. ამ ქალაქში თუ ვინმეს მილანთან კონტაქტი აქვს, ეს რომ კალაძეა, ყველამ კარგად იცის. ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არ გვაქვს და ამიტომაცაა დედაქალაქის მერი კახა კალაძე", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც წინასაახალწლოდ დახარჯულ რამდენიმე მილიონზეა საუბარი და ნათქვამია, რომ საქმეში კორუფციის კვალი იკვეთება.