logo
ENG



ნებისმიერი პორტი შავ ზღვაზე, მათ შორის ანაკლიის, ღრმაწყლოვანი იქნება - თურნავა

22 მაი 202015:24
3 წუთის საკითხავი
 

"ნებისმიერი პორტი შავ ზღვაზე იქნება ღრმაწყლოვანი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ფოთის პორტის პროექტში ჯერ დეტალურად არ არის გაწერილი. ამავე კონტექსტში მინისტრმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა. 

"მზადყოფნას გამოვთქვათ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საფინანსო ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ მათ კონსულტაციები გაგვიწიონ ტენდერის ხელახლა ძალიან გამჭირვალე ორგანიზებაში. ფაქტი, რომ "პეისის" პროექტი და ალბათ, მომავალში "ეი პი ემ" პროექტი ორივე ამ გაგებით ღრმაწყლოვანია და ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასრუქტურა, რომელიც დღეს ვითარდება იმისთვის, რომ იყოს კონკრეტული. ასე რომ ამ ტერმინის -  "ღრმაწყლოვანი" - პოლიტიზირება, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, აწყობდა ალბათ იმას, ვინც ამით თავის რაღაც წარუმატებლობას ფარავდა. ეს წმინდა ტექნიკური საკითხია და ნებისმიერი პორტი შავ ზღვაზე იქნება ღრმაწყლოვანი", - განაცხადა თურნავამ.

 


close დახურვა