logo
ENG



ნებიტოვის თქმით, კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

15 აპრ 202218:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/hm5bdaru6r4tj6j.png

კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. საუბარია კიევის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებზე, სადაც თებერვალ-მარტის განმავლობაში რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ.

როგორც ნებიტოვმა აღნიშნა, ყველაზე მეტი ცხედარი ბუჩაში იპოვეს - 350 ადამიანი. მისივე თქმით, ბოროდიანკასა და მაკაროვში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ნანგრევებში სავარაუდოდ ცხედრები იქნება.

ნებიტოვი ამბობს, რომ ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.


close დახურვა