logo
ENG



ნეთანიაჰუ: ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად, ვერაფერი შეგვაჩერებს

27 ნოე 202310:31
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ერთ-ერთი მიზანი ჰამასის წინააღმდეგ ომში მძევლების გათავისუფლებაა. მისი თქმით, ისრაელი მძევლების ოჯახში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად და საბოლოოდ, ყველას დავაბრუნებთ. ჩვენ გვაქვს სამი მიზანი ამ ომში: ჰამასის განადგურება, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთის. ჩვენ გავაგრძელებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, ვერაფერი შეგვაჩერებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, ნება და მონდომება ომის ყველა მიზნის მისაღწევად", - ამბობს ისრაელის პრემიერი.

24 ნოემბერს, ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა. გუშინ ღამით კი მძევლების გათავისუფლების მეორე რაუნდი შედგა და ჰამასმა 17 მძევალი გაათავისუფლა. მათ შორის 13 ისრაელელია, 4 კი ტაილანდელი. ამასთან, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლების მესამე ჯგუფი დღეს გათავისუფლდება. 

გუშინ საღამოს ჰამასმა მძევლების მესამე ჯგუფი გაათავისუფლა. მათ შორის 14 ისრაელის, 3 კი ტაილანდის მოქალაქეა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, დღეს 11 მძევლის გათავისუფლება იგეგმება.


close დახურვა