logo
ENG



ნეთანიაჰუ: შობა ყველა ადამიანისთვის კეთილი ნებისა და დედამიწაზე მშვიდობის დრო უნდა იყოს

24 დეკ 202322:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/24/4dzk8v516cgszk4.png

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ საშობაო მიმართვას ავრცელებს

მისი თქმით, შობა ყველა ადამიანისთვის კეთილი ნებისა და დედამიწაზე მშვიდობის დრო უნდა იყოს. 

"ვულოცავ შობას ჩვენს ქრისტიან მეგობრებს მსოფლიოს გარშემო. შობა უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის კეთილი ნებისა და დედამიწაზე მშვიდობის დრო. ჩვენ არ გვაქვს მშვიდობა დედამიწაზე, არც ჩვენს ნაწილში და რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ კეთილ ნებას ყველა ადამიანის მიმართ. ჩვენ ვხვდებით ურჩხულებს, რომლებიც კლავენ ბავშვებს მშობლების თვალწინ და მშობლებს შვილების თვალწინ.

ეს არამხოლოდ ისრაელის ბრძოლაა ამ ბარბაროსების წინააღმდეგ, არამედ ეს არის ცივილიზაციის ბრძოლა ბარბარიზმის წინააღმდეგ. და მე ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ლოცვებისთვის. და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ერთად დგომით, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და დავიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და მომავალს", - ამბობს ისრაელის პრემიერი. 


close დახურვა