ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, უახლოეს დღეებში ისრაელის არმია ჰამასის პოზიციებზე შეტევას გააძლიერებს. ამის შესახებ მან თავისი პარტიის წევრებთან საუბრისას განაცხადა.
მანამდე, ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციები მოინახულა და მათ მეთაურებს ესაუბრა.
"უახლოეს დღეებში ისრაელის არმია ღაზის სექტორში ჰამასის პოზიციებზე შეტევას გააძლიერებს. ომი ხანგრძლივი იქნება. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ, რადგან სხვა ქვეყანა არ გვაქვს და სხვა გზა არ გვაქვს.
ჩვენ ვერ მივაღწევდით 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლებას სამხედრო ზეწოლის გარეშე. ყველა სახის ზეწოლა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ - პოლიტიკური დაზვერვა და სხვა მრავალი ძალისხმევა არ იქნებოდა წარმატებული სამხედრო ზეწოლის გარეშე. ჩვენ ვერ მოვახერხებთ ყველა მძევლის გათავისუფლებას სამხედრო ზეოწლის გარეშე. ამიტომ, არის ერთი რამ, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ - ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას", - ამბობს ისრაელის პრემიერი.