logo
ENG



ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა

17 სექ 202222:18
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა. ეს პელოსის პირველი ვიზიტია სომხეთში.

აეროპორტში მას სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და სომხეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი დახვდნენ.

17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში ნენსი პელოსი სომხეთის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. პელოსი ერევანში წარმომადგენელთა პალატის 3 წევრთან ერთად ჩავიდა, მას შემდეგ რაც ბერლინში დიდი შვიდეულის სამიტი დასრულდა. დელეგაციაში არის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯეკი შპეიერი, რომელიც სომხური წარმომავლობისაა.

როგორც სომხური მედია წერს, შეხვედრებზე აშშ-სომხეთის ურთიერთობები და უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე ვითარება იქნება განხილული.

მანამდე POLITICO წერდა, რომ "ვიზიტი იქნება აზერბაიჯანთან ბრძოლაში სომხეთის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან".


close დახურვა