logo
ENG



ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

03 აგვ 202209:31
3 წუთის საკითხავი
clock 800
2022/08/03/hds0zxpb6xw5ixx.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ვიზიტის ფარგლებში ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდა.​

შეხვედრისას ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ ამერიკა ტაივანს არასდროს მიატოვებს.

"დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ, ჩამოვიდა ტაივანში, რათა ცალსახად განემარტა, რომ ჩვენ არ დავივიწყებთ მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ამერიკის სოლიდარობა ტაივანის მიმართ გადამწყვეტია"- განაცხადა მან.

თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნენსი პელოსი ტაივანს გუშინ, 2 აგვისტოს ეწვია.

ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ოფიციალურმა ჩინეთმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.

ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან. 


close დახურვა