logo
ENG



ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

02 აგვ 202219:32
3 წუთის საკითხავი
clock 1090
2022/08/02/lp7m2gwre14b4n6.png

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

BBC-ის ცნობით, ტაივანის აეროპორტში ნენსი პელოსს მცირე დელეგაცია დახვდა. 

აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ოფიციალურმა ჩინეთმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე ჩინეთმა ზღვაში ორი ავიამზიდი გაიყვანა, ფუძიანის პროვინციაში კი ბალისტიკური რაკეტები გადაისროლა.

აშშ-ს და ტაივანს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტაივანი, როგორც წამყვანი დემოკრატია და ტექნოლოგიური ძალა, არის აშშ-ს მთავარი პარტნიორი ინდო-წყნარი ოკეანის არეალში. 

ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტს აპრილში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსის გამო გადაიდო. 

ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან. 


close დახურვა